2018 წელი – ძაღლის წელი: მოუსვენარი, დამცველი, ერთგული

2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია.

როგორია ძაღლი და როგორ შეიძლება აისახოს თითოეულ ჩვენგანზე ეს წელი, რა უნდა გავითვალისწინოთ.

ძაღლი ყოველთვის მოუსვენარია, ყოველთვის სადარაჯოზეა, არასდროს ისვენებს, ყოველთვის მზადაა იცავდეს… ხშირად უკიდურესობამდე ჯიუტია და ცინიკოსი. მისი ეშინიათ, არ უყვართ უკმეხობისა და უსიამოვნო შენიშვნების გამო.

ძაღლს ხშირად ახასიათებს მიდრეკილება ჩაეფლოს დეტალებში, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ, სისტემატურად ეძებოს რაღაც განხეთქილება. სინამდვილეში იგი დიდი პესიმისტია, არაფერს არ მოელის ცხოვრებისაგან. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. სკეპტიკოსია, აქვს კრიტიკული ჭკუა.
იუმორის გრძნობა და დიდსულოვნება მას წვრილმანებზე მაღლა აყენებს. არ უყვარს ხალხის შეჯგუფება.

გრძნობის მხრივ ცივი გვეჩვენება, მაგრამ ეს შთაბეჭდილება არ არის სწორი. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ძაღლში შერწყმულია ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისება.

ლოიალური, ერთგული და პატიოსანია. მასში განვითარებულია მოვალეობის გრძნობა, მას შეიძლება დაეყრდნო, სხვაზე უკეთ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ეზიზღება აღსარება. მას მარტივი მეტყველება აქვს, ზოგჯერ თავისი აზრის გამოთქმაც უჭირს, მაგრამ არავის შეუძლია ისე მოსმენა, როგორც მას.
აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს სხვისთვის. მისი ერთგულება უსაზღვროა, უახლოვდება თავგანწირვას. ხალხი პატივს სცემს მას, იგი იმსახურებს ამას. ისტორიულად ძაღლები ყოველთვის იყვნენ სამართლის მომხრეები, ნებისმიერი უსამართლობა მასში იწვევნ პროტესტს. ის არ დაწყნარდება, მანამდე, სანამ არ მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. ძაღლი იტანჯება, როცა არსებობს უბედურება, უმუშევარობა, ომები; იგი იტანჯება დედამიწის ზურგზე შიმშილობის გამო, იტანჯება წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე ფიქრით. იგი არის ფილოსოფოსი, მორალისტი, მემარცხენე.
არ არის დაინტერესებული ფულით. დიდსულოვანი და უანგარო, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს მდიდრულად თუ ქუჩაში. მასში უპირატესია ინტელექტუალური საწყისი, შეუძლია იარსებოს კომფორტის გარეშეც. მაგრამ თუ ფული დასჭირდება, მას სხვაზე უკეთ იშოვნის. პატიოსან ძაღლს შეუძლია იყოს წარმოების კარგი ხელმძღვანელი, აღმზრდელი, მაგრამ რითაც არ უნდა იყოს დაკავებული, ყოველთვის იქნება იდეალურად პატიოსანი. მას შეუძლია მართოს ხალხი.

ჭკვიანურია ასეთი ადამიანის დაახლოება, რამეთუ არავის არ ახასიათებს მისებრი შრომისმოყვარეობა და პირდაპირობა, ასე რომ ეხმარება ძაღლის არცთუ დიდ პატივმოყვარეობას. საყვარულსაც ძაღლი პატიოსნად ექცევა. სიცოცხლის მანძილზე მას ექნება სატრფიალო სიძნელეები, სხვათა შორის, ის თვითონ იწვევს მათ თავისი მოუსვენრობით და მერყეობით. ძაღლი შეიძლება იყოს ბედნიერი ცხენთან, რომელიც მისცემს საშუალებას, დაიცვას დიდი საქმეები დამოუკიდებლობისათვის.

ვეფხვთან ერთად დიდ სიძნელეებს გადალახავს და იბრძოლებს სიმართლის სახელით. იგი ხშირად აწყდება ვეფხვს, რომელსაც წარმატებით ეხმარება, და ამასთანავე თვითონ ჩრდილში რჩება, მაგრამ უზრუნველ და კეთილისმსურველ კატასთან ძაღლს შეუძლია იპოვოს სრული სიმშვიდე. დრაკონი ძალზე ამაყია, რომ შეეგუოს ძაღლის კრიტიკულ და გესლიან ჭკუას. რაც შეეხება თხას, ძაღლი ვერ იტანს მის ჭირვეულობას. ძაღლის ცხოვრების სამი ფაზა წარიმართება მერყევი ნიშნით, მოუსვენარი ბავშვობა, მძიმე ყრმობა, მოწიფულობის ხანა სკეპტიციზმითა და მარცხით. სიბერე – სავსე სინანულით… ძაღლი დაბადებული დღისით, უფრო წყნარია, ვიდრე დაბადებული ღამით.

ძაღლის წელში დაბადბეული ადამიანები, მოუსვენარი და აქტიური ნატურები არიან. მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ, რაც ხშირად ხდება, გარშემომყოფთა მხრიდან, ძაღლების მიმართ რიდისა და დისტანიცის გაჩენის მიზეზი.

ძაღლს ხშირად ახასიათებს მიდრეკილება ჩაეძიოს დეტალებს, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ ადამიანები, სისტემატიურად ეძებოს რაღაც განხეთქილება.სინამდვილეში ეს მას, საკუთარი პესიმისტური ხედვის დასაძლევად სჭირდება, გაცნობიერება იმისა, რომ მასთან ერთად, არც სხვები არიან უნაკლო, ძაღლს საკუთარი თავის რწმენას ერთი ორად უმაღლებს.
მიუხედავად ერთი შეხედვით ინდეფერენტული, ცივი იმიჯისა ეს ადამიანები, ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოვებულები და გულმოწყალეები არიან.
მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულწრფელი ემოციები, საქციელით დაანახონ მას ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული. მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური მიდგომის უნარი. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული ერთგულების და პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ სხვები მძიმე წუთებში ან განსაცდელისას. ძაღლებს კარგად ეხერხებათ საიდუმლოს შენახვა, თუმცა საჯაროდ საკუთარი განცდების აფიშირება ნაკლებად უყვართ და ეხერხებათ . რადგან გულის სიღრმეში თვლიან რომ მათი გაგება ნაკლებად თუ ვინმეს შეუძლია.

ძაღლის ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უახლოვდება. ეს ადამიანები მძაფრად განიცდიან, სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემომყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ ცხოვრებაში პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს გამოკვეთილი მზრუნველის თვისებები გააჩნიათ. არიან უზომოდ პატიოსანი თანამდებობის პირები, რომელთაც ახასიათებთ საკუთარი საქმისადმი ფანატიკური ერთგულება და დაქვემდებარებულთა მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება.

ძაღლი – ძალიან აქტიური, ენერგიული, მოუსვენარი ნატურაა. მისი ერთ-ერთი მინუსი ის გახლავთ, რომ იპყრობს პესიმისტური განცდები, უყვარს სხვათა კრიტიკა, ასევე დეტალებში ჩაღრმავება. მან უნდა გაითავისოს, რომ სხვებსაც აქვთ ნაკლი და ზოგიერთი მიიღოს ისეთად, როფორიც არის. გარეგნულად თითქოს მეტად ცივი იმიჯი აქვს, მაგრამ სულიერად ძალიან მაღალ საფეხურზე დგას. ფლობს შესანიშნავს იუმორს, არის მეტად გულომწყალე. მას არ სჩვევია საკუთარი გრძნობების აფიშირება, ის მალავს აღნიშნულს და ყოველთვის გულწრფელ ემოციებს ეთაყვანება. მასში თითქოს ძალიან ბევრი ნიშან – თვისებაა თავმოყრილი. იგი გახლავთ უზომოდ პასუხისმგებელი თავის საქმეზე, ასევე არის ძალიან ერთგული, ხარი და ძაღლი, ეს ის ორი ნიშანია, რომლებიც ერთგულებით ცოცხლობენ. ის ცდილობს ყოველთვის იყოს პატიოსანი, ლოიალური, გულმოწყალე, ადამიანთა დამხმარე, ყველას თანაუგრძნობს ისე, როგორც შეუძლია… მისი ნდობა და დაყრდნობა, განსაკუთრებით მძიმე წუთებში გასაჭირის დროს ნამდვილად შეიძლება, არ გიმხუთლებთ. ძალიან კარგად იციან საიდუმლოს შენახვაც. მაგრამ აქვთ ფიქრები, რომ სხვა მათ ვერ გაუგებს, რაც უნდა დაივიწყონ. არის მეტად ამტანი, შეუძლია რთულ პირობებშიც კი იცხოვროს. მათთვის მატერია მეორე ხარისხოვანია. არის ძალიან შრომისმოყვარე და ასე აღწევს კიდეც წარმატებას. ყველას ამშივდებს და მოუწოდებს გაერთიანებისკენ.

კარგია ურთიერთობა: ვეფხვი, ცხენი, კატა. არ მეგობრობს: დრაკონი, ცხვარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button