მოზაიკამსოფლიო

2020 წელს მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს, – ამის შესახებ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული.

2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა.

“ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია”, რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში 600 000 წევრი ჰყავს, ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღრიცხავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წლების განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, 2 658 ჟურნალისტი მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button