2020 წლის მეფე – ესპამეთში შერმადინი წლის საუკეთესოდ აღიარეს
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2020 წელი სტატისტიკის მხრივ შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მაჩვენებლით გიორგი შერმადინი ფავორიტად დაასახელა.
ACB-com – ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ქართველ ცენტრს „2020 წლის მეფე“ უწოდეს.
31 წლის შერმადინი უკვე მეორე სეზონია „იბეროსტარ ტენერიფეს“ ღირსებას იცავს და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 17 თამაშით გუნდის ლიდერია.
ლიგა მენდესა NBA-ს შემდეგ მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგად ითვლება და ქართველმა შემტევმა ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც არიან: ვალტერ ტავარესი.579 ქულით, ნიკოლა მიროტიჩი 547 ქულით და ფაკუნდო კამპაცო 496 ქულით. საქართველოს ნაკრების წევრის ჯამური სარგებლიანობის კოეფიციენტი ამ კუთხით 592-ია.
მიმდინარე სეზონში ტენერიფეს 14 მოგება აქვს და „ბარსელონასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
მომდევნო თამაშს შერმადინის გუნდი 10 იანვარს, აუტსაიდერ „გიპუზკოია ბასკეტთან“ გამართავს.