მნიშვნელოვანისიახლეები

2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას-ღარიბაშვილი

ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას – ღარიბაშვილის თქმით, ასევე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
ქვეყანამ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.

“სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით მოსახეობის ეკომომიური კეთილდღეობისთვის მზად არის და მისივე თქმით, რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობისთვის.
მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის.

წელს უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს,

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.

„ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, შეგახსენებთ, ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს.

მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე – მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button