ჯენოას ხელმძღვანელობა შევჩენკოს მუშაობით უკმაყოფილოა.

იტალიური ჯენოა ანდრეი შევჩენკომ სულ რაღაც ორი თვის წინ ჩაიბარა და ამ დროის მანძილზე სერია A ში არცერთი მატჩი არ მოუგია
იტალიის ჩემპიონატში გენუის კლუბმა უკრაინელი სპეციალისტის თავკაცობით 9 მატჩი ჩაატარა და 3 ქულა აქვს.
9 შეხვედრიდან მხოლიდ 3 დამთავრდა ფრედ, დანარჩენი 6 კი, – კლუბმა მარცხით დაასრულა.
შევჩენკოსთან ერთად ჯენოამ,ქვეყნის თასზე ერთადერთი მატჩი სალერნიტასთან მოიგო,რითაც ამ დრომდე შეინარჩუნა მთავარი მწვრთნელის პოზიცია.
კლუბის ადმინისტრაცია ძალიან გაბრაზებულია და შემცვლელებიც შერჩეული ყავს.
იმ შემთხვევაში თუ დამრიგებელი მუშაობას არ გამოასწორება,მას დავიდე ბალარდინი ან როლანდო მარანი შეცვლის.
სერია A-ს 21 ტურის შემდეგ ჯენოას 12 ქულა აქვს და მე-19 ადგილზე იმყოფება.ეს კი გასავარდნი ზონაა და კლუბის თავკაცს შესაძლოა გასასვლელი კარისკენ მიუთითონ.