2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა

ციურიხში ტრადიციულად გამართულ ცერემონიალზე ფიფამ 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა.
ონლაინ-რეჟიმში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ნომინანტები დასახელდნენ
საუკეთესო მეკარის პროზი ფიფას ვერსიით ჩელსის გოლკიპერს, ედუარდ მენდის ერგო.
საუკეთესო გოლის ავტორად ერიკ ლამელა დასახელდა.
ფიფამ წლის გამორჩეულ მწვრთნელად ასევე ჩელსის თავკაცი თომას ტუხელი დაასახელა.
2021 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ტიტული პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო,რომელიც მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს. მან კენჭისყრაში ლიონელ მესის და მოჰამედ სალაჰს აჯობა.
სპეციალური პრიზი ფეხბურთის განვითარენაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ კრიშტიანუ რონალდოს გადასცა.
პორტუგალიელელმა ეროვნული ნაკრების მაისურით კარიერის მანძილზე 115 გოლი გაიტანა და ამით მსოფლიო რეკორდი მოხსნა.