მნიშვნელოვანისიახლეები

“ომიკრონით” ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი

“ომიკრონით” ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი – ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ

ახალი შტამის სტატისტიკური რეკორდის მოლოდინში – ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ “ომიკრონის” გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მალე გადააჭარბებს.

მედიკოსები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას – პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება.

როგორც პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია “ომიკრონის” შესაკავებლად დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი მძიმე მე-6 ტალღას აანონსებს.

ეპიდემიოლოგების ხმა

ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1 200-ზე ოდნავ მეტი, მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს სავარაუდოდ “ომიკრონი” აქვს. მონაცემების მიხედვით, “ომიკრონის” შტამი უმეტესად თბილისში ცირკულირებს.

“ომიკრონით” ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევა არის 1200-ზე ცოტა მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია. ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი სავარაუდოდ მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის “ომიკრონი”, უმეტესობა თბილისში”, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, “ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის პირობებში, ვაქცინაციასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ბუსტერ დოზა, რადგან ის ვაქცინის დამცველობით ეფექტს თითქმის აორმაგებს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვირუსის გავრცელების კონტროლის მცდელობებს აფერხებს.

”ჩვენ გვაქვს ასეთი წინააღმდეგობა რეგულარული, ნორმალური, ადვილად გასაგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ, როგორიცაა პირბადეების გამოყენება, ვაქცინაციის ხელშეწყობა,“ -აღნიშნა ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button