2022 წლის ოლიმპიური თამაშები პეკინში ჩატარდება
პეკინში ჩატარდება 2022 წლის ოლიმპიური თამაშები, ეს გადაწყდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე.
ჩინეთის დედაქალაქს მხარი დაუჭირა სხდომის 85-მა დელეგატმა, მის კონკურენტს, ალმა-ატას, 35 ხმა შეხვდა.
კენჭისყრა გაიმართა მალაიზიაში, კუალა ლუმპურში. პეკინსა და ალმა-ატის გარდა, რომლებიც ფინალში მოხვდნენ, ოლიმპიადის გამართვა სურდათ ევროპის ქალაქებს, ოსლოს და სტოკჰოლმს.
2020 წლის ზამთრის თამაშების მოწყობის ადგილად ოლიპიურმა კომიტეტმა აირჩია შვეიცარიის ქალაქი, ლოზანა.