მნიშვნელოვანირეგიონი

213 სანთელი, 213 წითელი კვერცხი და ყვავილები-წნორში უკრაინაში დაღუპული ბავშვები გაიხსენეს

213 სანთელი, 213 წითელი კვერცხი და ყვავილები-წნორში მიცვალებულთა დღეს, უკრაინაში დაღუპული ბავშვები გაიხსენეს.
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები, ცოდნის კაფეს ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში შეიკრიბნენ.

კაფეს მფლობელი, ქეთი მოლაშვილი წერს რომ უკრაინელების ერთმანეთთან შეხვედრა, ძალიან ემოციური იყო.
“ტირილით შეხვდნენ ერთმანეთს,
ტირილით საუბრობდნენ. რაღაცნაირად ყველაზე მეტად სევდიანი ამბავი იყო უკრაინელმა ბავშვებმა წნორში რომ გაიცნეს ერთმანეთი”- წერს მოლაშვილი.
დღეიდან, კახეთში მყოფი უკრაინელი ბავშვები, ქართველ თანატოლებთან ერთად,

თაობათშორისი პროგრამების პროექტის ფარგლებში, ბელგიელი და იტალიელი მოხალისეების მიერ ჩატარებულ კურსებს შეუერთდებიან.

დღევანდელი მდგომარეობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 უკრაინული ოჯახი ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button