რეგიონისაქართველოსიახლეები

22 წლის ქართველი მეზღვაური გემიდან გაუჩინარდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაური დაიკარგა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გემი, სახელწოდებით “იასემინი” მაროკოდან ესპანეთისკენ მიემართებოდა და შუა ზღვაში იმყოფებოდა, როცა მეზღვაური გაუჩინარდა. იგი გემზე ბოლოს 26 მარტს ნახეს, ხოლო ინფორმაცია დაკარგვის შესახებ, ოჯახმა 29 მარტს, როგორც ამბობენ, სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიგო. გემის ეკიპაჟის წევრებს შორის კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფება, თუმცა დაკარგულის ახლობლები მასთან დაკავშირებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. 22 წლის მეზღვაურის დაკარგვის შესახებ ოჯახს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეატყობინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button