“23 პაციენტს სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს” [Video]

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, ერთი თვის მკურნალობის შემდეგ 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში აღარ აღენიშნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

ვალერი კვარაცხელიამ ბრიფინგზე პროგრამის შუალედური შედეგები წარადგინა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 32 პაციენტიდან 23 სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი აღარ უფიქსირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პაციენტებმა პრეპარატის მიღება აღარ უნდა გააგრძელონ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მათ მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა ჩაიტარონ.

სამინისტროში ასევე ითქვა, რომ 32 პაციენტიდან, 9 პაციენტს, რომელთაც ჯერჯერობით ვირუსი აღენიშნებათ, მკურნალობის დაწყებამდე ვირუსის რაოდენობა სისხლში შეადგენდა 15 მილიონს და მეტს, დღეის მდგომარეობით, ამ პაციენტების რაოდენობრივი კვლევის შედეგები არ აღემატება 30 ერთეულს.

მსგავსი პოსტები

Back to top button