ოლიმპიური ვერცხლის მონეტა “თბილისი 2015” [Video]

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და რეალიზაციაში 3 ათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია.

მონეტა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ს აღსანიშნავად მოიჭრა. ვერცხლის მონეტის რეალიზება უკვე იწყება.

პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ოფისში გაიმართა.

10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და “თბილისი 2015”-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ერთობლივად წარადგინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button