მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ვერ მოამზადეს ჯარი ეფექტური შეტევითი ოპერაციებისთვის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური ანგარიშის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინელი სამხედროები და ბლოგერები, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეტევას დონეცკის ოლქში.

“დონეცკის რეგიონში, ვუჰლედარის მახლობლად რუსეთის კულმინაციამ და ტაქტიკურმა წარუმატებლობამ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეასუსტა რუსული ულტრანაციონალისტური საზოგადოების რწმენა, რომ რუსეთის ძალებს შეეძლოთ გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციის დაწყება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა ბახმუტის რეგიონში თავის ყველაზე ელიტარულ დანაყოფებს მცირე ჯგუფებად ათავსებს ქალაქში შეღწევის ტაქტიკის გამოყენებით. მათი თქმით, როგორც ჩანს, ეს ტაქტიკა იწვევს რუსეთის ძალების მნიშვნელოვან ტაქტიკურ წინსვლას ბახმუტის რეგიონში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერატიული უპირატესობა, თუ უკრაინული ძალები გადაწყვეტენ ბახმუტიდან უკან დახევას.

“რუსმა სამხედროებმა ვერ მოამზადეს მობილიზებული პერსონალი ეფექტური მექანიზებული შეტევითი ოპერაციებისთვის. საბრძოლო მასალის ნაკლებობა, სავარაუდოდ, მექანიზებული მანევრების რუსული ტაქტიკის არაეფექტურობის მიზეზია”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსი სამხედროები ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ შეტევის გაფართოებას ბახმუტის ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციების უფრო ფართო არეალში. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ რუსულ ჯარებს არ გააჩნიათ ელიტური ფორმირებები, რომლებიც საჭიროა აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო დიდი შეტევის განსახორციელებლად.

ISW აღნიშნავს, რომ ომის ამ ეტაპზე, რუსული დანაყოფების აბსოლუტური უმრავლესობა არაბრძოლისუნარიანია და დიდი ალბათობით, მათი შემადგენლობა შეივსო მობილიზებულების ხარჯზე.
ამასთან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სახმედროებმა ვერ მოახერხეს მობილიზებულთა მომზადება შემტევი ოპერაციების ეფექტურად ჩატარებისთვის.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაანონსებული “დიდი შეტევა” უკვე დაწყებულია, მაგრამ ის ისე არ მიდის, როგორც რუსებს სურთ:

„დიდ შეტევასთან, როგორც ისინი ამას უწოდებენ, რუსებს დიდი პრობლემები აქვთ. დღეს ჩვენ ვხედავთ იმასაც, თუ რა დაგეგმეს მათ და იმასაც, რომ შეტევა უკვე დაიწყეს, თუმცა, არ ამბობენ, რომ ეს შეტევა დაწყებულია. ჩვენი შეიარაღებული ძალები მათ წარმატებით იგერიებენ. ეს ის შეტევა არ არის, რაზეც რუსეთს გათვლა ჰქონდა“, – განაცხადა დანილოვმა სატელევიზიო მარათონის მსვლელობისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button