მსოფლიოსიახლეები

250 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვისთვის

უკრაინა აშშ-ისგან 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. თანხა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში გამოიყო.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ თანხის ნახევრის მიღება დამოკიდებული იყო სამხედრო სფეროში რეფორმების და ანტიკორუფციული ძალისხმევის პროგრესზე. ჯერ კიდევ მაისში, პენტაგონმა კონგრესს შეატყობინა, რომ უკრაინამ დამატებითი ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო რეფორმები განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მოხმარდება დამატებით მომზადებას, ტექნიკის შეძენას და კონსულტაციებს, რათა უკრაინამ უფრო ეფექტურად შეძლოს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა.

პენტაგონი უკრაინას რუსეთთან სტრატეგიული მეტოქეობის წინა ხაზზე მყოფ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს უწოდებს და ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button