მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“არ მეშინია, რომ სააკაშვილი ოდესმე ჩემს წინააღმდეგ იბრძოლებს”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, თუ რატომ არ გახდა მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი. „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავდა, მაგრამ ამას საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ მხარი არ დაუჭირა.

„ვერ გახდა ვიცე-პრემიერი, რადგან ურთიერთობა იყო სხვადასხვა, – მკვეთრიც და სხვადასხვაც ჩვენ ფრაქციაში. სურს მას რეფორმებით დაკავდეს? აი, რეალობა, რომელშიც მას ამის გაკეთება შეუძლია და მერე მე მას სხვა თანამდებობა შევთავაზე.“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილთან შეხვედრისას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ დახმარება სურდა და შემდეგ რამდენიმე ადეკვატური რჩევით მოდიოდა.

ზელენსკის თქმით, მან სააკაშვილს ჯერ შესთავაზა, მისი მრჩეველი ყოფილიყო რეფორმების დარგში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი დონე არ იყო და თავად შესთავაზა, რომ მთავრობაში შეეძლო რეფორმებით დაკავებულიყო, ყოფილიყო ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრთან განიხილავდა. შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის დანიშვას ფრაქციაში მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, მან რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, სააკაშვილს უკრაინის პასპორტი იმიტომ დაუბრუნა, რომ ეს სამართლიანი იყო.

ზელენსკის თქმით, არ ეშინია, რომ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, როგორც ეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს იყო, რადგან სააკაშვილი ზელენსკის მეგობარი არასოდეს ყოფილა.

ამასთან, ზელენსკი უშვებს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button