26 ათასამდე აბონენტი ელ-ენერგიის გარეშეა – კახეთში დიდთოვლობაა

კახეთში ინტესნიურად თოვს. თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

ვაზიანი-გომბორი -თელავის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

ინტენსიური თოვის გამო მთელი ღამის განმავლობაში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დრომდე რეგიონის 26 ათასამდე აბობნეტს არ მიეწოდება ელ-ენერგია.

დიდთოვლობის მიუხედავად კახეთის არცერთ რაიონში სკოლებში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button