ლაგოდეხში გზების ნაწილი არ იწმინდება [Photo|Audio]

IMG_4130მეორე დღეა გადაუღებლად თოვს ლაგოდეხში, თუმცა რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, გზების ნაწილი არ იწმინდება. შესაბამისად, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება გაძნელებულია.

რაიონის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჩვენს მიერ ქუჩაში გამოკითხული რიგითი ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებას უყრადღებობაში და უმექმედობაში ადანაშაულებენ.

მოუსმინეთ გამოკთხვას

ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია კი რადიო “ჰერეთთან” საუბარში ამბობს, რომ მთავარი საავტომობილო გზა მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა და ტექნიკური მარილი იყრებოდა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შემდეგ ტექნიკა ჩალაუბანში გადაიყვანეს.

ჯამბურიას თქმით, ლაგოდეხში გზების გაწმენდითი სამუშაოები შუადღის შემდეგ განახლდება.

კახა ჯამბურია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button