“26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება”
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დამოუკიებლობის დღეს თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და ის სამხედრო აღლუმის ჩატარებას არ ითვალისწინებს.
“26 მაისს იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.