რწმუნებულმა სააღდგომოდ მიღებული პრემია უკან დააბრუნა

ლაგოდეხში, ქალაქის რწმუნებულმა ნუცა პაპავამ სააღდგომოდ მიღებული პრემია უკან დააბრუნა. როგორც რადიო “ჰერეთს” პაპავამ განუცხადა, თვლის, რომ ამ ეტაპზე მას პრემია არ ეკუთვნოდა.

რწუნებულების ხელფასი 1000 ლარამდეა. სააღდგომოდ ლაგოდეხში თანამდებობის პირებმა პრემიის სახით თითო თვის სარგო მიიღეს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათას ლარამდე გაიცა.

ნუცა პაპავა ლაგოდეხის რწმუნებულად აპრილის დასაწყისში დაინიშნა.

პაპავა სხვადასხვა დროს მუშაობდა ბაღების გაერთიანების უფროსად, სკოლის დირექტორად, ასევე იყო “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ლაგოდეხში.

მოგვიანებით ხელმძღვანელობდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლაგოდეხის საარჩევნო შტაბს. არის “ქართული ოცნების” წევრი. ნუცა პაპავა პროფესით აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგია.

მოუსმინეთ ნუცა პაპავას ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button