მნიშვნელოვანისიახლეები

,,26 ოქტომბერ იმეტია ვიდრე არჩევანი როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის,,-ოპოზიცია,

26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მეტია ვიდრე არჩევანი, ეს არის დღე, როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისის ოფისის გახსნისას განაცხადა.
მელია დარწმუნებულია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ნომერი 4-ით იქნება ძლიერად წარმოდგენილი მომავალ კოალიციაში, „რადგან არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება მტკივნეული პრაქტიკა ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობისა“.
„საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანს სურს არა უბრალოდ ცვლილებები, არამედ სჯერა ამ ცვლილებების, ეს არის მნიშვნელობანი. 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს რომელიც მეტია ვიდრე არჩევანი, ეს არის დღე, როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
დარწმუნებული ვარ “კოალიცია ცვლილებისთვის” მომავალ კოალიციაში 4-ნომრით ძლიერად იქნება წარმოდგენილი. 26 ოქტომბერი არის ამის შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს დაფასებულად და მხოლოდ ერთი მუჭა „ჩინოვნიკების“ მომავალი არ იყოს საქართველო. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციიდან გამარჯვებას აქვს ფასი, როდესაც არ გეხმარებათ პროკურორი, მერი და ა.შ. არამედ ქართველი ხალხის სახელით იმარჯვებ.
არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება მტკივნეული პრაქტიკა ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობისა.
წარმატებები ყველა ოპოზიციური პლატფორმას. ძალა მრავალფეროვნებაშია, რომელიც დგას ამ კოალიციის უკან“, – განაცხადა მელიამ.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ზესტაფონის ოფისი გახსნა.
ოფისის გახსნისას, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ზესტაფონში „კოალიციას ცვლილებების“ გარშემო დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება.
მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ გამოირჩევა ყველასგან, მორალური უპირატესობით, კომპეტენციით, სიტყვისადმი ფასით.
“მიხარია რომ ზესტაფონში ბევრი ადამიანია და დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება კოალიციას ცვლილების გარშემო, იქ სადაც ადამიანებს სურთ ცვლილება და არა ჩანაცვლება. ერთხელ და სამუდამოდ მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს და ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება გამარჯვება მოდის გამბედაობით, ბევრი შრომით, მორალური უპირატესობით. უდიდესი მორალური უპირატესობა იგრძნობა ყველგან სადაც ვხსნით საბრძოლო შტაბს

ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვლას. ვერაფერს ვერ მოიპარავს ივანიშვილი, როდესაც გამარჯვების კლიმატი იქმნება. „ქართული ოცნების“ თავზეხელაღებული მხარდამჭერი ვერ გაბედავს გაყალბებას, რადგან ხალხის ნება იქნება ძლიერი. მნიშვნელოვანია ქუდზე კაცის მოსვლა არჩევნებზე და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლებაზე უარის თქმა. ბევრი ადამიანი საქართველოში და ბევრი მის ფარგლებს გარეთ, მზად არის ცვლილებებისთვის. ქართველო ხალხის სახელით უნდა გავიმარჯვოთ!
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს გამარჯვებაში. ჩვენ გვსურს დავარწმუნოთ ქართველი ხალხი რომ ისინი მთავარი არიან, რომ უნდა აღსრულდეს მათი არჩევანი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ გამოირჩევა ყველასგან, მორალური უპირატესობით, კომპეტენციით, სიტყვისადმი ფასით. ჩვენ დაცლილი ვართ პოლიტიკური მავნე გავლენებისგან და გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას.
შრომა და ბრძოლა ჩვენი წარსული, ისტორიისა და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ბორის ჩელე ყურუამ ზესტაფონში, კოალიციის ოფისის გახსნისას განაცხადა, რომ კოალიციის შეხვედრაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოდის, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ცვლილება უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება დაა არჩევნებზე არ წასვლა ნიშნავს „ოცნების მხარდაჭერას“,
“ჩვენთან შეხვედრაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოდის. ესენია არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ცვლილება უნდა მოხდეს. მათ ჩვენზე უკეთ იციან რა ხდება ქვეყანაში, მათ ეხებათ ეს პრობლემები. ისინი ითხოვენ რომ მათი პრობლემები ადგილზე გადაწყვიტონ და არა თბილისში ვიღაც „ჩინოვნიკმა“.
ჩემი აზრით, ეს ხალხი დაგვეხმარება რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება დაა არჩევნებზე არ წასვლა ნიშნავს „ოცნების“ მხარდაჭერას. თუ ჩვენ საკმარისად მივალთ შეუძლებელი იქნება გაყალბება”, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს იმერეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები – როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარსულის პარტიაა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დამარცხდეს.
„ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ფიქრობს, რომ ის ამით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია. ამიტომ ჩემთვის პირადად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში- „ქართული ოცნება“ არის წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია. შესაბამისად, თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები, იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავამარცხოთ წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“, რომელსაც უნდა, რომ საქართველო იზოლაციაში დატოვოს ჩვენს მტერთან პირისპირ მარტო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.“- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button