მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,უცხოურ ძალებს საქართველოში თავიანთი აგენტურა ჰყავთ,, ,,კოლექტიური გიგაური,,-ოცნებამ გიგაურის გამოსვლა სენატში გააკრიტიკა

სენატში გიგაურის გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში თავიანთი აგენტურა ჰყავთ და წყარო ენჯეოსექტორის ხალხი კი არ არის, ვისაც უნდა, ხელისუფლება აირჩიოს, არამედ უცხოური ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რა გამოსვლა ექნება სენატში ეკა გიგაურს.
„ერთი თვის წინ სენატსა და კონგრესში გამოსვლები ვნახეთ, როცა ოპოზიცია იყო ჩასული და გაუკუღმართებული ინფორმაციები მიაწოდეს. აქედან გამომდინარე, გიგაურის სენატში გამოსვლა მორიგი მტკიცებულებაა უცხოური ძალების აგენტურის დადასტურების. გაცვდა გიგაური, გაცვდა უცხოური ძალა, შესაბამისად, საქართველო დგას იმ გზაზე, რასაც განვითარება ჰქვია. თუ არასწორი განცხადებები იქნება, ვერავითარი სენატი და კონგრესი ვეღარ იმოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს.
„სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვინ არიან კოლექტიური გიგაურები საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, მათ, ყველას გასცემს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა კალაძე ამერიკელ სენატორსაც ეხმიანება და გიგაურის მსგავსად აკრიტიკებს “ისინი არიან მართლა თაღლითები, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს… რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას.
სენატის სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული ვითარება და რუსული კანონი განიხილეს, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ქართველ ხალხს ექნება საშუალება, “მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე”.
“ისინი არიან მართლა თაღლითები, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს… რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ვინც არ უნდა იყოს, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი, ჩინელი, ჩემთვის არის ყველა მტერი, ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ქვეყანას უდიერად მოეპყრობა, არის მტერი, არის სამარცხვინო”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მან ასევე გააკრიტიკა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული კანონი მოქმედებს. როგორც ქართული ოცნების სხვა წევრები, კალაძეც ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული კანონები არ მოქმედებს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სენატორმა ბენ კარდინმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, რუსული კანონის მიხედვით არის მოდელირებული.

“უცხოური გავლენის” კანონი რუსული კანონის შესაბამისია,,-სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა მთავარი თემა რუსული კანონი და მისგან გამოწვეული ზიანია

სულერთია, რას ილაპარაკებს ჩვენზე ეკა გიგაური, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი მიჰყავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, ეკა გიგაური უპასუხებს იმ კითხვებს, რისი მოსმენაც სურთ კონკრეტულ სამსახურებს.
„აშშ-ისგან ველოდებით, რომ დაიბარებს თავიანთ აქტივს ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომლებიც, ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური უპასუხებს იმას, რისი მოსმენაც უნდათ კონკრეტულ სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა. ითხოვდნენ ორმხრივ სანქციებს, მოხალისეთა ორგანიზებას და მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნას, კიდევ ბევრ ისეთ რაღაცას, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი. გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა – ჩვენსაზე. ამა ბევრი ჯგუფი ლობირებს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამერიკის კონგრესს ვინც უნდა, ის დაიბაროს. ჩემთვის პრობლემას ის წარმოადგენს, საქართველოს სახელით ვიღაც რომ ლაპარაკობს, იმ ვიღაცას საქართველოში ვინმე რამედ უნდა აგდებდეს. იმ ენჯეოსექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, ორპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ, სულერთია, რას ილაპარაკებს ჩვენზე ეკა გიგაური“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველაზე მძიმე ხვედრი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ის, რომ იყოს დამსმენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენაზე, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.
„მსგავს ადამიანებზე როცა ვამბობთ, რომ არიან უსამშობლოები, სწორედ აქ ვლინდება მათი უსამშობლო ბუნება. მეორე მხრივ, ასეთი დასკვნები არის ფარსი. შესაბამისად, ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც დემოგრაფიულ განვითარებაზე და ვერც პროგრესზე, ამის როგორი საპირისპირო სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ მავანთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ამ წუთებში, ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური, სენატის მოსმენაზე საქართველოს შესახებ, ითხოვს საქართველოსთვის და მისი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, რითაც სენატში მიმდინარე მოსმენაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმიანება.
მისი განცხადებით, სენატის მოსმენების ინიციატორებიც უცვლელად არიან სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, რომლებიც 2013 წლიდან ლობირებენ “ნაცმოძრაობას”, რათა აღნიშნული პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, გადაარჩინონ.
“ამ წუთებში ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური სენატის მოსმენაზე საქართველოს შესახებ, ითხოვს საქართველოსთვის და მისი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას. ზუსტად ისევე როგორც ცოტა ხნის წინათ კონგრესში ანალოგიურ მოსმენებზე ითხოვდნენ ნატა საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე. სენატის მოსმენების ინიციატორებიც უცვლელია სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, რომლებიც 2013 წლიდან ეწევიან ნაცმოძრაობის ლობირებას მისი როგორც პოლიტიკური ძალის გადასარჩენად. ჩემი პროგნოზი, რომ ეკა გიგაური ვაშინგტონში ჩავიდოდა ხელისუფლების დამბეზღებლის როლში, სრულიად გამართლდა”, – წერს ანჯაფარიძე.

ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა ეკა გიგაური აპირებს, კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
„ჩემი მოლოდინი არის, რომ მოვა მომენტი და კონგრესი, საბოლოო ჯამში, გამოიძიებს, 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემულ აშშ-ისგან. ამ შედეგების გავრცელებამ მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა, იყო საბაბი არეულობისა და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. დღეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას გვიმალავდნენ პირად შეხვედრებზეც. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიცია კარს უმტვრევდა ხან ცესკო-ს და ხან რომელ დაწესებულებას. ჩვენ ასეთი პროცესი უკვე ვიხილეთ, როცა „სოროსის ფონდის“ ერთი წარმომადგენელი იქ ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ქალბატონი ეკა გიგაური აპირებს, ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,რატომ მიიწევს საქართველო რუსეთისკენ,,-შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს „აგენტების კანონზე“ ისაუბრეს

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button