მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“უცხოური გავლენის” კანონი რუსული კანონის შესაბამისია,,-სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა მთავარი თემა რუსული კანონი და მისგან გამოწვეული ზიანია

გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ , – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.
როგორც კარდინმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ქვეყნები სამართლებრივ სისტემებს ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ.
“უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ ასეთ კანონებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს. ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთადმდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის.
გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს – დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს [კანონი] საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული [ორგანიზაციები] და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.
მმართველ “ქართული ოცნების” პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად.
კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან”, – განაცხადა კარდინმა.

თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.
სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“.
მან მაგალითად მოიყვანა ბალტიის ქვეყნები, სადაც სენატორის თქმით, მათ რუსეთთან საქმის დაჭერა არ უნდათ, არანაირი ფორმით.
ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.
„ 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან? ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით – ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით.
და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა.
გეტყვით, რომ მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით.
თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, – განაცხადა რიშმა.

,,რატომ მიიწევს საქართველო რუსეთისკენ,,-შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს „აგენტების კანონზე“ ისაუბრეს

“მეტი დახმარება უნდა გავუწიოთ იმ ობიექტებსა და ადამიანებს, რომლებიც არიან თავდასხმის ქვეშ, როგორც ეს ხდება მაგალითად საქართველოში”, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული კანონის მიუხედავად საქართველო წინ წაიწევს. სენატორმა ამ მიმართულებით თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გარანტია არიან. ნამდვილად ძალიან გვაწუხებს ის, რომ სულ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების შესახებ.
მე ვუერთდები გამოთქმულ აზრს, რომ მეტი დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ობიექტებსა და ადამიანებს, რომლებიც არიან თავდასხმის ქვეშ, როგორც ეს ხდება მაგალითად საქართველოში.
იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამ [რუსული] კანონისა, შევძლებთ, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. მნიშვნელოვანია დაარწმუნოთ ადამიანები, რომ თავისუფალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი საკითხი არამხოლოდ საქართველოში და მოლდოვაში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ ხარობდნენ ამის გაკეთებით”, – განაცხადა სენატორმა კუნსმა

ბოლო 5 წელიწადში ბევრმა ქვეყანამ შემოიღო კანონი, რომელიც ზეწოლას ახდენს სამოქალაქო სექტორზე. ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ასევე ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, – ამის შესახებ არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და მკვლევარმა, USAID-ის მრჩეველმა დუგლას რუტზენმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სანქციების ამოქმედების დაჩქარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების დაცვა გლობალურ დონეზე.
“უცხოელი აგენტების” კანონების გავრცელება მიმართულია დემოკრატიის დამცველების წინააღმდეგ. ამ შეზღუდვებისა და კანონების 50% არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, არამედ ვრცელდება საზოგადოების სხვა წვერებზეც, როგორც ეს ბელარუსში მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორს მიეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს ბიზნესი თუ მედია, ეს [კანონი] მოიცავს თვალ-ყურის დევნებას, ზეწოლას, დაპატიმრებას.
ეს არის რეპრესიები, მაგრამ პროგრესი მაინც შესაძლებელია იმ კოლეგების ხარჯზე, რომლებიც არ ზოგავენ საკუთარ თავს იმისთვის, რომ ასეთ მოვლენებს შეებრძოლონ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პროგრამები. აშშ-ის მთავრობამ უნდა შექმნას გლობალური პროგრამა, რომელიც გამოავლენს ნაადრევ სტადიაზე ამის ნიშნებს. მოდით წამოვიწყოთ ინიციატივები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას პრევენცია მოვახდინოთ ასეთი კანონების მიღების.
აუცილებელია, რომ დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება. აუცილებელია, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არამხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ გლობალურ დონეზეც.” განაცხადა დუგლას რუტზენმა

ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. შაჰინის თქმით, ესმის, პრემიერ-მინისტს აქვს შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ „ოთახში ერთადერთი ადამიანი არ იყო და ყველამ გაიგო“.
“შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა – დემოკრატიაში ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ შეგიძლია, კრიტიკული იყო თუ პოლიტიკას არ ეთანხმები.
მესმის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი არ ვიყავი ოთახში, ყველამ გავიგეთ რა თქვა და მეტად იმედგაცრუებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” პარტია მომავალში არ აღიარებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან.
ასე რომ, როგორც სენატორმა რიშმა თქვა, აშშ საქართველოს პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, მხარს უჭერდა მის დემოკრატიას, თვითგამორკვევას, უსაფრთხოებას და ეს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის ეს ყველაფერი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, – განაცხადა შაჰინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button