28 წლის ახალგაზრდა Covid19 -ით გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოვიდ-19-ით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ სტაციონარში მკურნალობდა.
” ახალგაზრდა მამაკაცს წარსულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვები ჰქონდა და რისკ ჯგუფს ეკუთვნოდა.სტაციონარში იყო გადაყვანილი, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცით, უკვე დაკრძალეს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, პერსონალური ინფორმაციაა”- განაცხადეს რადიო ჰერეთთან უწყებაში.
22 ივლისს, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 57 წლის ქალიც, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
სულ რეგიონში, კორონა ვირუსით უკვე 151 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ- 19- ის 181 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 17693 ინფიცირებულია,
ამ ეტაპზე მკურნალობას 1465 პაციენტი გადის.