“3-დან 11 წლამდე ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშაა”

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% კი თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button