მნიშვნელოვანისიახლეები

3 მაგნიტუდის მიწისძვრა ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში-საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით 09:21 საათზე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელი რაჭისუბანთან იყო. სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელ ლელუბანთან 4,7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა – მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი წერს, რომ დღევანდელი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 2002 წლის აპრილში მომხდარი.

მისი თქმით, დღევანდელი ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მიწისძვრა მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button