3 ტერორისტის მოქალაქეობა დადგენილია

ფრანგულმა პოლიციამ, 8 ლიკვიდირებული ტერორისტიდან, სამის ვინაობა დაადგინა, – იუწყება ტელეარხი BFM.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით,თითის ანაბეჭდებმა აჩვენეს, რომ 1 თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქე იყო.

წინასწარი მონაცემებით, დანარჩენი 2 ტერორისტი სირიისა და ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ.

Stade de France-სთან 2 კამიკაძის გვამი აღმოაჩინეს, მათ გვერდზე სირიული და ეგვიპტური პასპორტები იპოვეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დოკუმენტები კონკრეტულად რომელს ეკუთვნოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საზღვრები ჩაკეტა და დედაქალაქში ჯარები შეიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button