საფრანგეთის ტრაგიკული ღამე – ფოტორეპორტაჟი

ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას.
ტერორისტებმა თეატრ “ბატაკლანში” როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს.

ბოლო ცნობით, ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი. სამი მათგანის მოქალაქეობა დადგენილია.

პოლიციის ცნობით,  1 თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქე იყო.წინასწარი მონაცემებით, დანარჩენი 2 ტერორისტი სირიისა და ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ.

ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი  და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

1954 წელს ალჟირის მოვლენების შემდეგ საფრანგეთში ეს მეორე საგანგებო მდგომარეობაა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23010″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1447517409465″]

პარიზში გლოვობენ. ნახეთ ვიდეო:

მსგავსი პოსტები

Back to top button