პარიზში უცხოეთის 3 მოქალაქე დაიღუპა, საქართველოს 2 მოქალაქეს კი უშედეგოდ ეძებენ

127-ი გარდაცვლილიდან 3 უცხოეთის მოქალაქეა. საფრანგეთის მასმედია იუწყება, რომ პარიზის ტერაქტის დროს, სულ ცოტა, უცხოეთის 3 მოქალაქე დაიღუპა.

ფრანგული პრესის მონაცემებით, დაღუპულთა შორის 2 ბელგიისა და 1 პორტუგალიის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც პარიზში მუშაობდნენ.

როგორც ცნობილია, პარიზის ტერაქტებში 127 ადამიანი დაიღუპა, 300 დაიჭრა, 93 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს საქართველოს საელჩო საფრანგეთში საქართველოს 2 მოქალაქეს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, დაკავშირება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი დაშავებულთა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button