30-მდე დაღუპული ანკარაში – უახლესი დეტალები (ფოტო-ვიდეო მასალა)

არაოფიციალური ცნობებით, ანკარაში აფეთქებამ 30მდე ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 75-ს სცდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.

ტერაქტი გუვენპარკში, კიზილაის უბანში, სავაჭრო ტერიტორიასა და ტრანსპორტის გაჩერებაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა Reuter-ს განუცხადა, რომ წინასწარი ცნობებით, თავდამსხმელები ქურთ მუშათა პარტიდან, ან მათთან დაკავშირებული დაჯგუფებები არიან.

თურქეთის პრემიერ მინისტრ, აჰმედ დავითოღლუს უსაფრთხოების სასწრაფო სხდომა ჰყავს მიწვეული.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოანმა უკვე მიიღო ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან. იგი ანკარაში სტამბოლიდან ბრუნდება.

არსებული ინფორმაციით 23 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი კი საავადმყოფოში მიყვანამდე.

 

ანკარა ანკარა1 ანკარა2 ანკარა3 ანკარა4 ანკარა5 ანკარა6

 

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button