ტერაქტი ანკარაში – დაღუპულია 28 ადამიანი

ძლიერი აფეთქება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში – დაღუპულია 28 ადამიანი და დაახლოებით 75  მძიმედაა დაშავებული.

ადგილობრივი მაუწყებლის, “NTV”-ს ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ავტომობილი, კიზილაის სამეზობლოდ, ავტობუსის გაჩერებზე აფეთქდა.

ალ ჯაზირას ინფორმაციით, ოფიციალური დასტური დაღუპულთა რაოდენობაზე ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

“ავტობუსში ვისხედით, აფეთქების ძალამ უკან გადაგვყარა”, – აცხადებს თვითმხილველი, მას დაზიანებული აქვს სახე და მკლავი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები საავადმყოფოებში მიჰყავთ. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანები ცეცხლში იყო გახვეული.

ინციდენტიდან მოკლე ხანში სამართალდამცველებმა არეა გადაკეტეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლის ან პასუხისმგებელთა ჯგუფის ვინაობა არ ვრცელდება.

13 მარტის აფეთქებას წინ უძღვის, სამი კვირის წინანდელი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების გააქტიურება, რამაც 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებელი – კანონგარეშედ გამოცხადებული ქურთ მუშათა პარტიაა.

13 მარტის ტერაქტამდე ორი დღით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ პოტენციური თავდასხმის გეგმაზე გაავცელა ინფორმაცია და აცნობა ანკარას სამეზობლოებს, კონკრეტულ არეალზე მოძრაობისგან თავი შეეკავებინათ.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button