30 წელზე მეტია, თელავში აწყურელის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობას ითხოვენ

30 წელზე მეტია, თელავში აწყურელის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობას ითხოვენ.
დავით აწყურელის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ 30 წელზე მეტია ქუჩაზე კანალიზაციის პრობლემის გადაწყვეტას და ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ.
” რამდენი განცხადება გვაქვს დაწერილი, ჩვენი ამბავი იცის ყველამ. არჩევნებზე დაგვპირდებიან, მერე ყურადღებას აღარავინ გვაქცევს. კანალიზაციის გარეშე ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ ორმოები გვაქვს ამოთხრილი და იმას ვიყენებთ, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება, ამდენი ოჯახის კანალიზაცია მიწაში მიდიოდეს, როცა იქნება ჩავცვივდებით, ალბათ. ასფალტზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის, ტაქსსაც კი არ მოვყვართ სახლამდე, ფულიც რომ დავუმატოთ ქუჩაზე არ შემოდიან”– ამბობენ ადგილობრივები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აწყურელის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობა არ იგეგმება.
” აწყურელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა შეუძლებელია. ქუჩა დაშორებულია ცენტრალური გზიდან და საკანალიზაციო სისტემა ვერ გაკეთდება. თუ საკანალიზაციო სისტემა არ იქნება, ქუჩის რეაბილიტაციაც ვერ მოხერხდება”- განაცხადეს თელავის მერიაში.
დავით აწყურელის ქუჩაზე, 50- ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც ჰყავთ.