30 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც 30 წლამდეა, გარდაცვლილი სოფელ დავითიანის სასოფლო -სამეურნეო ნაკვეთების ტერიტორიაზე მისივე ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს.

სამართალდამცავთა განცხადებით, 1984 წელს დაბადებულ ქალს ოჯახი 9 ივლისის შემდეგ ეძებდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას გუშინ მიმართა. ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლლეობა ამას გამოძიება დაადგენს.

გარაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button