სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა

კახეთში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 17 წლის ბიჭის მამამ თავი მოიკლა. – ინფორმაციას გაზეთი”კახეთის ხმა”ავრცელებს.

გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ მომხდარმა ამბავმა მასძე უარყოფითად იმოქმედა და სავარაუდოდ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

„მამამ იმ დღესვე გაიგო, რომ მისმა შვილმა გააუპატიურა ბავშვი რა. 13 წლისა ბავშვია. ძალიან ინერვიულა. თქვა, რა შვილი გამიზრდიაო. თავის მოკვლას რომ აპირებდა, ასეთი რაღაც არც კი უთქვამს. როგორც ჩანს, ამ ტრაგედიამ მიიყვანა იქამდე, რომ ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. დანაშაული ისჯება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. “სექსუალურ ძალადობაში ბიჭის მამის თვითმკვლელობის შესახებ შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა, მაგრამ თქვენი ინფორმაციის საფუძველძე, პოლიციამ თავად გადაამოწმა ეს ინფორმაცია და დადასტურდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოიება”, – განუცხადეს “კახეთის ხმას”.

კახეთში 17 წლის ბიჭს 13 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაზარალებული კახეთის ერთ-ერთი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონაა.

შემთხვევა 3 ივლისს მოხდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლებმა პროკურატურას მომხდარის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მანამდე სხვა გოგონაზეც იძალადა სექსუალურად, რომელიც იძულებით მასზე დაქორწინდა და ამჟამად ის ორსულად არის.

ბიჭის დედა შვილის მხრიდან გოგონას გაუპატიურებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გოგონა სექსუალურ ურთიერთობაზე თავად დათანხმდა – წერს გაზეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button