BBC-ის განცხადებით, ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მღვდელმა, პეტრაკის მონასტერში, თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა.
დამწვრობის გამო სამი ეპისკოპოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულია ასევე ერთი სამართალდამცავი, რომელიც სასულიერო პირების დახმარებას ცდილობდა და დაცვის წევრი, რომელიც გაქცეულ მღვდელს დასაჭერად დაედევნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მღვდელი ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობაში არის ბრალდებული და ეპისკოპოსები მისთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევაზე მსჯელობდნენ