“37%: კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით არის შესაძლებელი”
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით არის შესაძლებელი.
კითხვაზე, რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, გამოკითხულთა 37% ნაცნობობას ასახელებს, 23% პროფესიონალიზმსა და სამუშაო გამოცდილებას, უცხოეთში მიღებულ განათლებას 9% ასახელებს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.
გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ქართული პოლიციის საქმიანობას, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.
NDI-იმ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობის შეფასებაც სთხოვა. გამოკითხულთა 47% უწყების (გახარიას) საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა 23% – უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის, საგარეო კურსის და პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.