მნიშვნელოვანისაქართველო
38,66% ზურაბიშვილს- 37,7% ვაშაძეს – ხმების თითქმის 100% დათვლილია
საარჩევნო ბიულეტენების თითქმის 100% დათვლილია. სხვაობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის დაახლოებით ერთი პროცენტია.
საარჩევნო უბნების 99,57%-დან მიღებული შედეგები:
სალომე ზურაბიშვილი – 38,66 %;
გრიგოლ ვაშაძე – 37, 7;
დავით ბაქრაძე – თითქის 11 %;
შალვა ნათელაშვილი – 3, 76 %;
დავით უსუფაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ორივეს 2, 26 % აქვთ.
წინასწარი ინფორმაციით, 50 %-იანი ბარიერი ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა – შესაბამისად სავარაუდოდ გაიმართება მეორე ტური.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა თამარ ჟვანიას თქმით, კანონმდებლობის თანახმად მეორე ტური მონაცემების საბოლოო დაჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ტარდება.