4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სიღნაღთან ახლოს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, მიწისძვრა 10:58 საათზე მოხდა. ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.