
მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია worldmeters.info-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 4 030 053 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ვირუსს საერთო ჯამში 276 498 ადამიანი ემსხვერპლა, 1 394 965 კი, გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსმა ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნები დააზარალა: იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.