4 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში სადიხოვების 4 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა.
დაზარალებულთა შორის ორი მცირეწლოვანია – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თავად დაზარალებულებმა აცნობეს.
ერთ-ერთი დაზარალებულის ხურამან სადიხოვას თქმით, ისინი ამჟამად სახლის ეზოში ცხოვრობენ და მუნიციპალიტეტისგან მიიღეს დაპირება, რომ 500 – დან 3000 – ლარამდე დახმარებას მიიღებენ.
სადიხოვების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა.