“ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის”
ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ხალხის პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, რაც “მათ შორის” ეროვნული ბანკის ბრალია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად არის ლართან დაკავშირებული პრობლემა მთავრობის ბრალიც, აღნიშნა, რომ “ალბათ მთავრობის ბრალიც არის”.
კალაძის თქმით, “ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკში ადეიშვილის კადრებს არ ენდობა”.
წყარო: IPN