მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

4048 – კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გუშინდელთან შედარებით 224-ით გაიზარდა და 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია ახალი შემთხვევების შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 49 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 2159 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 6 189. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 449 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button