მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კომენდანტის საათი 22 საათიდან ამოქმედდება

ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი შეზღუდვების შესახებ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მთავრობა ახალ შეზღუდვებზე მუშაობს.

გამოცხადდება თუ არა ე.წ “ლოკდაუნი” ეს სავარაუდოდ, ხვალ, 23 ნოემბერს გახდება ცნობილი.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კი დღეს საღამოდან ისევ ძალაშია.

22:00 საათიდან დილის 5 საათამდე მოქალაქეებს გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არჩევნების გამო  20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.

საქართველოს მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა.

წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს, იურიდიულ პირებს კი 10.000 ლარით.

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცებისშესახებ” დადგენილებაში ცვლილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button