საქართველოსიახლეები
419 გამოჯანმრთელებული, 677 ინფიცირებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 419 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3 822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 360 პირი.
ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ითაა გაზრდილი და ჯამში, 677-ია. ამათგან, 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.