44 წლის დაჭრილი რეინჯერი გარდაიცვალა

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 44 წლის რეინჯერი, რომელიც კერძო სამონადირეო მეურნეობაში მუშაობდა დაჭრილ მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა”, – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

პრესსამსახურის თქმით, მამაკაცს გლუვლულიანი საფანტის თოფიდან ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იარაღი ამავე რეინჯერის სახელზე იყო გაფორმებული.

“ჰერეთის” ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. გამოძიება კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს – შესაძლოა ეს იყო უბედური შემთხვევა და რეინჯერს იარაღი გაუვარდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button