თოქ-შოუ “თავისუფალი დრო” იწყება [ანონსი]

დღეს, 1 მაისს, რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ “თავისუფალი დრო” 18:00 საათიდან წარმოგიდგენთ:

რადიო “ჰერეთის” ინოვაციური პროექტი “რადიო ბლოგი” და კონკურსის წესით შერჩეული ბლოგერები.

საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები და თვითმმართველობის მუშაობაში ჩართული მოსახლეობა.
დღეს გადაცემაში:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე, პროექტის კოორდინატორი გიორგი ედიშერაშვილი, პროექტის წარმომადგენლები:

გიორგი ალადაშვილი, სოფო სარალიძე და რადიო “ჰერეთის” დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ერთად ვისაუბრებთ ახალ პროექტზე და თვითმმართველობის მუშაობის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე.

დაგვირეკეთ: 0354 22 51 46 და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები.
აქვე გთავაზობთ ინტერაქტივის კითხვას:

– მონაწილეობენ თუ არა მოქალაქეები თვითმმართველობის მუშაობაში?

თქვენი პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button