46 წლის ქალბატონი რიგით ადამიანებს დახმარებას სთხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მცხოვრები 46 წლის ქალბატონი დახმარებას ითხოვს. როგორც თავად ამბობს, მას “სამი წლის წინ მედიკოსებმა ურთულესი დიაგნოზი, არაჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინეს”.

როგორც რადიო “ჰერეთს” ნანი გოგოლაძემ უთხრა, მას სიცოცხლისთვის გადაუდებელი მკურნალობა და სრული დიაგნისტიკური კვლევა ესაჭიროება, თუმცა ძვირადღირებული კვლევისთვის, რომელიც დაახლობეით 3 ათასი ლარი ჯდება, ოჯახს სახსრები არ გააჩნია.

46 წლის ქალბატონის თქმით, მან არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს თუმცა, უწყებში განუცხადეს, რომ სახელმწიფო მსგავს დიაგნოსტიკურ კვლევას არ აფინანსებს.

ქალბატონი დახმარებისთვის რიგით მოქალაქეებს მიმართავს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში ამ დაავადების მატარებელი დაახლოებით 574 000 ადამიანი ცხოვრობს.

ნანი გოგოლაძე – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button