5-დან 7 ნოემბრის ჩათვლით ძიუდოს საერთაშორისო ტურნირები გაიმართებa

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 5-7 ნოემბერს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
კაცები:
გიორგი თუთაშვილი,
ალეკო მამიაშვილი,
ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი,
ნიკა ხარაზიშვილი,
ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი
გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი.
ქალები: ნატალია ყიფშიძე
ეთერ ლიპარტელიანი,
ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
და სოფიო სომხიშვილი.
ასევე, ანალოგიურ პერიოდში, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს უმასპინძლებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში გასამართ გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს.
ტურნირზე 10 ქართველი სპორტსმენი გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ჯაბა პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ჯუმბერ მელაძე, თორნიკე ფოლადაშვილი, გიგა გიგაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე.
საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი კაცებისა და ქალი ძიუდოისტების გარეშე იასპარეზებს.