ეკონომიკამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

5 წლის ბავშვზე ძალადობისვთის 58 წლის კაცს პატიმრობა მიესაჯა

ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე, შუა ხნის მამაკაცს, სააპელაციო სასამართლომ, 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცმა, 5 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა.

2019 წლის 5 ივლისს მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

2020 წლის 13 მაისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გარყვნილო ქმედების ჩადენაში, ის უდანაშაულოდ ცნო.

დაზარალებულის ოჯახმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც რადიო ჰერეთს ბავშვის პაპამ განუცხადა, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა.

“ის პროცესებზე აღარ დადიოდა. მოსამართლეს ატყუებდა, ვითომ დისტანციურად მიიღებდა მონაწილეობას და არ ერთვებოდა. დღეს სასმართლომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცა” – განაცხადა მან.

ჩადენილი დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button