მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემოს სვანეთის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 776 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 3 ხობში, სოფელ ქარიატაში ორი დღის წინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, 2 ფოთში მომუშავე ხობის მცხოვრებლის კონტაქტი, 2 კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მცხოვრებია, ისინი წალენჯიხაში ადრე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამასთანავე, თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 113 შეადგენს, საიდანაც 6 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა, საიდანაც 5 ზუგდიდის მაცხოვრებელია, 3 აფხაზეთის და 3 მესტიის. რეგიონის საკარანტინე სივრცეში 167 მოქალაქე რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button