50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კრიზისი ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიულმა მდგომარეობამ გამოიწვია.

გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია – ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში შვიდ საჯარო სკოლაში სწავლა შეწყვეტილია.

ამ დროისთვის გაზსადენზე დაზიანება აღმოფხვრილია და გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

ადმინისტრაცია თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში არ მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button